ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.
იუპიტერის შემთხვევაში ეს გადაჭარბებული მოლოდინები იქნება, იღბალზე ზედმეტად მინდობა, გაზვიადებისკენ მიდრეკილება, სულიერი ორიენტირის დაკარგვა. პრობლემები რწმენაში. შეიძლება საზოგადოებაში თქვენი ადგილის პონა გიჭირდეთ. შეიძლება საკუთარი აზრების, მსოფლმხედველობის სხვებისთვის თავს მოხვევის მცდელობა გქონდეთ. შეიძლება აიდეალებდეთ სასულიერო პირებს, მასწავლებლებს, რომელთა მოსაზრებებსაც ეთანხმებით და გახასიათებდეთ მათ სრულ ავტორიტეტებად აღიარება. თქვენ თქვენი რწმენა უნდა იპოვოთ, ნებისმიერი თქვენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ურთერთობა უნდა შეძლოთ, იმოგზაუროთ და ეზიაროთ სხვადასხვა კულტურებს ისე, რომ მათ გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. თქვენი ღირებულებათა სისტემა გაქვთ შესაქმნელი. ღმერთი გყავთ საპოვნელი. ფანატიკოსობა გეკრძალებათ.
ლილიტის პრობელემები (ნახეთ მისი სახლი და სფერო) დიდ მასშტაბებს იძენს ხოლმე ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით შეერთების დროს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია