იუპიტერი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    5303

    კვადრატი, კვინკონსი– თვითკონტროლი გაკლიათ, დაგეგმვას ვერ ახერხებთ, ზედმეტად თავდაჯერებული ხართ ხანდახან და რესურსს სწორად ვერ ანაწილებთ. ხშირად გამართლების იმედად ხართ და ეს არ არის კარგი სტრატეგია. ნუ გადაყვებით გართობას, ნუ იქნებით მფლანგველი, ნუ დაპირდებით, თუ დარწმუნებული არ ხართ რომ შეასრულებთ. მოერიდეთ ტკბილეულს და სწრაფი კვების ობიექტებს. დაიცავით ზომიერება ყველაფერში. იფიქრეთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

     

    ოპოზიცია – თქვენ ისეთ პარტნიორებს იზიდავთ, რომლებიც ზრდასა და გაფართოებაში გეხმარებიან. შესაძლოა ეს სულიერი ზრდაც იყოს, ან უბრალოდ კარიერული წინსვლა. ზოგადად ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. პარტნიორებში გაგიმართლებთ. ქორწინებაშიც. თუ რა თქმა უნდა, იუპიტერი ძალიან დაზიანებული არ არის. ან ბევრჯერ დაქორწინდებით, ან ძალიან კარგი მეუღლე გეყოლებათ, რადგან იუპიტერი ზრდის და რიცხვში გაზდის თუ ხარისხში, ასე ზოგადად მსჯელობა რთულია. სხვა ასპეტებიც სანახავია.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია