იუპიტერი ასცედენტის შეერთება

    0
    1211

    თქვენ ძალიან უყვარხართ გარშემომყოფებს. ოპტიმიზმს, პოზიტივს, კეთილგანწყობას პირდაპირ ასხივებთ. გჯერათ რომ ყველაფერი გამოვა და თქვენთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. გულღია და გულწრფელი ხართ, ძალიან კეთილი. პირდაპირობის გამო ეგებ უტაქტოდაც თქვათ რამე, მაგრამ იმდენად დადებით ტიპაჟი ბრძანდებით, გპატიობენ. თავადაც მუდამ მზად ხართ აპატიოთ და დაივიწყოთ წყენა. წარმატებული ადამიანის იმიჯით სარგებლობთ. გაფასებენ, პატივს გცემენ. გაქვთ პოტენციალი მაგალითად იქცეთ სხვებისთვის. აკონტროლეთ წონა (განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად) და ეცადეთ ცოტა დასერიოზულდეთ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია