ასცედენტი ვენერას უარყოფითი ასპექტები

    0
    1525

    კვადრატი, კვინკონსი – თქვენ რატომღაც მიგაჩნიათ, რომ  ადამიანები  თქვენი გარეგნობის მიხედვით გაფასებენ და მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ფიზიკურად მომხიბვლელი, არასოდეს ხართ კმაყოფილი თქვენი ფიზიკური მონაცემებით,  საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ. გგონიათ რომ ლამაზი არ ხართ და ამის გამო არც შეგიყვარებენ. უნდა გააცნობიეროთ, რომ გარშემომყოფები თქვენთან დამოკიდებულებაში თქვენს აღქმებს ირეკლავენ. სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლით, სხვები ვერ შეგიყვარებენ. დააფასეთ თქვენი სხეული, იყავით მადლიერი იმით, რაც გაქვთ, გარეგნული სილამაზე შიგნიდან მოდის, ნაკვთებს არსებით მნიშნელობა არ აქვს. როცა სარკეში მდგომი არსებით აღტაცებას მოახერხებთ, გარშემომყოფებიც აღტაცდებიან თქვენით.

    ოპოზიცია – თქვენ მოგწონთ სხვა ადამიანების კომპანიაში ყოფნა. ძალიან სოციალური ხართ. წარმატების და აღიარების მიღწევას კონტაქტების მეშვეობით გეგმავთ. ლამაზი, მშვიდი, ჰარმონიული, გაწონასწორებული ადამიანები მოგწონთ, რომელთაც იციან როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში, დახვეწილი მანერები აქვთ და კარგი ჩაცმულობა. ამასვე ელით ქორწინებისგან და ეძებთ პარტნიორს, ვისაც ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...