ასცედენტი სატურნის შეერთება

    0
    487

    ეს ასპექტი ძალიან ჩაკეტილ და კომპლექსიან ტიპაჟებს შობს. შესაძლოა ძალიან არაკომუნიკაბელური იყოთ, არ გიყვარდეთ ბევრი საუბარი. იშვიათად იხსნებით. მარტოსულობისკენ ხართ მიდრეკილი.

    გარეგნობაც რაღაცნაირად ასკეტური შეიძლება გქონდეთ. გამხდარი, ლოყებჩავარდნილი, მაღალი შუბლით, სახეზე მიწისფერი, მზერა არაამქვეყნიური…

    ამტანი ხართ, მიზანზე ორიენტირებული. დასაკარგი დრო არ გაქვთ. ცხოვრებას საკმაოდ მუქ ფერებში აღიქვამთ. იგი პასუხისმგებლობებთან და ვალდებულებებთან ასოცირდება. მოდუნება და სიცოცხლით ტკბობა გიჭირთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამსახურებაზეა. წვალებით და ტანჯვით უნდა მოიპოვოთ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ რამდენიც არ უნდა მოიპოვოთ მაინც უკმაყოფილო რჩებით. ბედნიერებას ვერ ახერხებთ. სითბოს, სიყვარულის გამოხატვა გიჭირთ.

    ეცადეთ ამ ყველაფერზე იმუშაოთ, მოახერხოთ მიღწეული მიზნების გამო სიხარული და ბედნიერებასაც სამომავლოდ ნუ გადადებთ. ერთადერთი დრო აწმყოა. ბედნიერება კი გზაა და არა დანიშნულების პუნქტი. მის განცდას ნიჭი ჭირდება და არა კონკრეტული გარემოებები.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია