ასცედენტი პლუტონის უარყოფითი ასპექტები

    0
    2158

    კვადრატი/ კვინკონსი – ძლიერი ხასიათი გაქვთ. ტირანობისკენ მიდრეკილება. ცდილობთ ყველაფერი თქვენს ჭკუაზე მოაწყოთ და ამისთვის სხვა ადამიანების თავისუფალი ნებაც შეიძლება უგულვებელჰყოთ, არ მოერიდოთ აგრესიას და მანიპულატორობას, რაც თქვენს იმიჯზე არც ისე სასიამოვნოდ აისახება. გაცნობის პირველივე დღეს იშვიათად განაწყობთ ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილგანწყობით. თავადაც ფრთხილი და ეჭვიანი ხართ და საწყის ეტაპზე უფრო მეტ უარყოფითს ამჩნევთ, ვიდრე დადებითს. როგორც წესი ბევრი კრიზისი და გარდამტეხი სიტუაციები გელით. დროთა განმავლობაში შესაძლოა ისე მიეჩვიოთ ცხოვრებისეულ დარტყმებს, მშვიდობიანობის პერიოდში მოიწყინოთ კიდეც. მერე უკვე თვითონ იწყებთ ნაღმების დალაგებას.  უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი სულიერი ევოლუციისთვის ხდება. რაღაც გაქვთ სასწავლი. პირველ რიგში გარემოსთან ურთიერთობის კუთხით. კონფლიქტებში თქვენი საკუთარი ბრალეულობის დანახვა გიჭირთ. გამუდმებით ვიღაც სხვა არის დამნაშავე. ამაზე უნდა იმუშაოთ.

    ოპოზიცია – ძალიან ბევრი ქარტეხილები გექნებათ პარტნიორულ სფეროში. თქვენი სულიერი ევოლუციის პროცესი ამ სფეროში განცდილ ტანჯვებზე, ტკივილსა და დანაკარგებზე გადის. იზიდავთ პარტნიორებს, რომლებიც თქვენზე დომინირებას ცდილობენ, ძალადობენ, შანტაჟს გიწყობენ, მანიპულირებენ. განსაკუთრებით თუ ეს პლუტონი დაზიანებულია სხვა პლანეტებით… ბევრი საყვარელი ადამიანი შეიძლება გყავდეთ დაკარგული. ღალატი, მტრობა… უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეცნობიერი ტრავმების პროექციაა. ჩვენ არასოდეს ვხვდებით ისეთ ვინმეს, ვინც მანამდე ჩვენს ქვეცნობიერში არ არსებობდა. პარტნიორთან შეხვედრა შინაგან დემონებთან თვალის გასწორებაა. თქვენ მათი მეშვეობით უნდა გარდაიქმნათ, უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ. თავად უნდა გათავისუფლდეთ მესაკუთრეობისგან, უარყოფის შიშებისგან, გახდეთ უფრო მეტად ღია და წესებით ითამაშოთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია