ასცედენტი მერკურის შეერთება

0
2820

თქვენ მოქნილი ადამიანი ხართ, კონტაქტური, კომუნიკაბელური და ძალიან მოხერხებული. გამუდმებით რაღაც საქმეში ხართ ჩართული, გიყვართ ლაპარაკი, აზრების გაცვლა-გამოცვლის პროცესზე გიჟდებით. სწრაფად დადიხართ, სწრაფად მოძრაობთ, ხშირად იცინით, მდიდარი ჟესტიკულაცია გაქვთ და მოუსვენარი თვალები. ერთ ადგილზე დიდხანს და უმოძრაოდ გაჩერება გიჭირთ.

ყველასთან შეგიძლიათ საერთო ენა მოძებნოთ. ყველაფერი გაინტერესებთ და გიჟდებით პირად ისტორიებზე.

უარყოფით გამოვლინებაში ქურდობისკენ მიდრეკილებაც შეიძლება გააჩინოს, ნევროზულობა. ფიზიკურად ძირითადად მაღლები არიან (რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორიც გასათვალისწინებელია), განსაკუთრებით თუ ასცედენტი ჰაერის ნიშანშია. ლამაზი და თხელი თითები აქვთ. არც ისე დიდი თვალები და წვეტიანი ცხვირი. ახალგაზრდულ იერს მთელი ცხოვრება ინარჩუნებენ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია