ენთუზიასტი ხართ. აქტიური, ენერგიული და დინამიური ადამიანი. თავს ღიად, თამამად და პირდაპირ გამოხატავთ. გულწრფელი და ალალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა ცუდი არ იქნება, თუ ცოტა დიპლომატიას და კომპრომისსაც ისწავლით.
თქვენ ლიდერი ხართ, გვერდით გჭირდებათ ადამიანი, ვინც მხარს აგიბამთ წამოწყებებში. ჯიუტი და ეგოისტი ჩანხართ, თუმცა უსამართლობას ვერ იტანთ და სამართლიანობის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს გეხებათ თუ არა ეს პირადად თქვენ.
სექსთან ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ. სხვებს თუ ფიტავს, თქვენ ენერგიით გავსებთ. საკუთარ სექსუალობაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია