ასცედენტი მთვარის შეერთება

    0
    899

    ლაბილური ფსიქიკის ადამიანი ხართ, გაორებები გახასიათებთ. მთვარის ფაზები ძალიან იმოქმედებენ თქვენზე. კარგი გამომხატველობა გექნებათ, მდიდარი მიმიკები, რაც მსახიობისთვის შესანიშნავი მონაცემებია.

    სენტიმენტებისკენ ხართ მიდრეკილი. განწყობა ხშირად გეცვლებათ, გარეგნობაც…  ცხვირპირი ხშირად ჩამოგტირით. ცოტა უჟმური, დაღვრემილი, მოწყენილი სახეც შეიძლება გქონდეთ. გარემოზე მძაფრი რეაქციები გექნებათ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს მზრუნველობას, სითბოს და ყურადღებას დაეძებთ. მორცხვი ხართ და გახსნა გიჭირთ, განსაკუთრებით ცხოვრების ადრეულ ფაზაში. ისეთ იმიჯი გაქვთ, თითქოს ჭიანჭველას არ დაადგამთ ფეხს.

    თუკი შეერთება მეთორმეტე სახლიდან ხდება, საკუთარი ემოციების დამალვისკენ შეიძლება იყოთ მიდრეკილი. არის ფსიქიკური პრობლემების შანსებიც, თუმცა სხვა მაჩვენებლებიც უნდა იყოს რუკაზე. ისინი კი, ვისაც მთვარე პირველ სახლში ჰყავთ, ემოციებს ვერ მალავენ.

    ახალმთვარეზე დაბადებულებს ფერმკრთალი სახე აქვთ, სავსე მთვარეზე დაბადებულებს – მრგვალი ნაკვთები და წყლიანი თვალები.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია