ურანი მედიუმ ქოელის შეერთება

    0
    634

    თქვენ ვერ იტანთ წესებს, ინსტრუქციებს, გამზადებულ რეცეპტებს, ყველაფრის კეთება თქვენებურად გირჩევნიათ. ნამდვილი ინდივიდუალისტი ხართ. საოცრად თავისუფლებისმოყვარე. ვერაფრით აიტანთ შეზღუდვებს, ჩარჩოებს და მუდამ მზად ხართ ამბოხებისთვის. ამის გამო შესაძლოა ოჯახშიც და სკოლაშიც პრობლემები გქონოდათ. მოურჯულებელი ბავშვი იქნებოდით. ძალიან კრეატიული ხართ, თუკი ძლიერი ურანია და სხვა ასპექტების ხელშეწყობაც გაქვთ, მეცნიერის, გამომგონებლის პროფესიაც შეიძლება გქონდეთ. ურანია უახლესი ტექნოლოგიებიც. ასტროლოგიაც სხვათა შორის.

    უარყოფით გამოვლინებაში შესაძლოა ჩვეულებრივ, სტანდარტულ ტიპაჟებს ვერ იტანდეთ. მონებად მიიჩნევდეთ სისტემას დამორჩილებულთ და ცოტა ზემოდან უყურებდეთ. ეს ასპექტი სამსახურის ცვლილებებითაც შეიძლება გამოვლინდეს. ბევრი სამსახური გამოიცვალოთ, ან ძალიან არასტანდარტული სამუშაოების კეთება გიწევდეთ. მოკლედ, მშვიდი კარიერა ამ მაჩვენებლით შეუძლებელია. მუდმივად მოულოდნელობები და ცვლილებები. ჰოდა, სჯობს სამსახური გქონდეთ ისეთი, სადაც სულ მოულოდნელობები და ცვლილებები გექნებათ, ვიდრე გამუდმებით კარგოთ და ეძებოთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში.

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...