ურანი იუპიტერის უარყოფითი ასპექტი

    0
    3720

    თქვენ შეიძლება განვითარების მეტად უცნაური გზა აირჩიოთ,  რამაც წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. თქვენი იდეალები, ან რამე მოულოდნელი ცვლილებები, შეიძლება ხელს გიშლიდეთ ზრდასა და განვითარებაში. მეამბოხე ბუნების გამო კარიერას ვერ იკეთებდეთ.  ტრადიციული ღირებულებები თუ რევოლუციური იდეები? შეიძლება არჩევანს ვერ აკეთებდეთ პირად თავისუფლებასა და საზოგადოებრივ წარმატებას შორის,  ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, ფაქტი ერთია ურანსა და იუპიტერს შორის იჭყლიტებით. თანაც არცერთის გაწირვა გსურთ, ხან ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში ვარდებით, ხან კიდევ არც იქეთ მიდიხართ არც აქეთ, დგახართ და შუაზე იხლიჩებით. აუცილებლად უნდა მოახერხოთ ბალანსის დაცვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ეს პოტენციალი დადებითი და გაგაძლიერებთ.

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია