მზე პლუტონის ჰარმონიული ასპექტი

    0
    2628

    ,,რაც არ კლავს, აძლიერებს“.  თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. შეგიძლიათ გაუძლოთ ნებისმიერ ფსიქოლოგიურ წნეხს, ცხოვრებისეულ დარტყმებს. სირთულეები გზრდით, გარდაგქმნით. პრობლემებს, როგორც გამოწვევებს, ისე იღებთ. თითქოს მოწოდებული ხართ. თითქოს ბედისწერის ჯარისკაცი ხართ. გესმით სამყაროს ენა, მუდმივად მინიშნებებს იღებთ მისგან. საოცარი სიცოცხლისუნარიანობით, რეგენერაციის უნარით გამოირჩევით. თქვენი სხეული მალე აღიდგენს ჯანმრთელობას. ფერფლიდან შეგიძლიათ აღსდგეთ.

    არ გეშინიათ ადამიანების ბნელი მხარეების, არ გეშინიათ სიბინძურის. წმენდთ, ასუფთავებთ, გარდაქმნით.  კლავთ და ხელახლა ბადებთ. თუკი დანარჩენი რუკაც ხელს გიწყობთ თქვენგან კარგი ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ექიმი (ქირურგი, გინეკოლოგი და ა.შ.)  დადგებოდა. მოგწონთ ექსტრიმი, მძაფრი შეგრძნებები. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება არ გხიბლავთ, რაღაც უფრო მეტი გინდათ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...