კვადრატი – თქვენ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლის ადეკვატური მეთოდები უნდა მოძებნოთ. ძალიან მარტოსული, ცივი და დისტანციური ადამიანის იმიჯი უარყოფითად აისახება თქვენს კარიერულ განვითარებაზე. ემოციურ დონეზე ძალიან ჩაკეტილი ხართ და რადგან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ თითქოს არავინ გადარდებთ, სანაცვლოდაც იგივე დამოკიდებულებას იღებთ. საზოგადოებისგან სრულ თვითიზოლაციას აკეთებთ და შესაბამისად, წარმატების მიღწევა გიჭირთ. საჭიროა მეტი ჩართულობა, მეტი ღიაობა. თუ გსურთ რომ მეგობრები შეიძინოთ და არა მტრები, რამენაირად უნდა დაივიწყოთ ბავშვობის ტრავმები, ის რომ მშობლები ძალიან ბევრს ითხოვდნენ თქვენგან, ზედმეტად მატერიალისტური დამოკიდებულებები ჰქონდათ, ან ის, რომ გასწავლიდნენ ტყუილად არავინ არაფერს იძლევაო. თავდაჯერება გაკლიათ, არ გჯერათ იმის, რომ შეიძლება რაღაცას მიაღწიოთ, რომ შეიძლება ვიღაცას უყვარდეთ. საოცარ სიცარიელეს და სიშორეს გრძნობთ. რამხელა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოთ, ეს შეგრძნებები არ დაგტოვებთ, თუკი შინაგან დონეზე არ დაამუშავებთ, ქვეცნობიერ დონეზე არ გადააპროგრამებთ თავს.
ოპოზიცია – თქვენ მარტოსული ბავშვი იყავით. მკაცრად გზრდიდნენ. ადრეულ ასაკში დაგაკისრეს დიდობის პასუხისმგებლობა. ყველა თანატოლს ჰქონდა ცელქობის, რაღაცის გაფუჭების უფლება, მხოლოდ თქვენ ისჯებოდით. შეზღუდვებში გაიზარდეთ. ემოციური ინტელექტის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის სათანადო გარემო ვერ შეგექმნათ. მშობლებისგან ემოციურ დონეზე მხარდაჭერას ვერ გრძნობდით. სავარაუდოდ ცივი და დისტანციური ადამიანები იყვნენ, ან თქვენთვის არ ეცალათ. მოთხოვნები კი დიდი ჰქონდათ – ის, რასაც კარგად აკეთებდით, ასეც უნდა ყოფილიყო და რაც არ გამოგდიოდათ თქვენი უნიათობის ბრალი. ახლა არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებით, თავდაჯერების ნაკლებობით. რამხელა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოთ, ეს შეგრძნებები არ დაგტოვებთ, თუკი შინაგან დონეზე არ დაამუშავებთ, ქვეცნობიერ დონეზე არ გადააპროგრამებთ თავს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია