ეს ჯეკილი და ჰაიდის ასპექტია (ადამიანი გაორებული პიროვნებით). განსაკუთრებით აქტიურად გამოვლინდება მაშინ, თუ რომელიმე პერსონალურ პლანეტებთან ასპექტშია ჩათული.
ერთი მხრივ ძალიან ოპტიმისტი და უდარდელი ხართ, გჯერათ საკუთარი თავის, მეორე მხრივ კი საშინლად ეჭვი გეპარებათ რომ რამე გამოგივათ. იუპიტერი უდარდელობაა, იღბალი და თავდაჯერება, სატურნი, პირიქით, თავდაჯერების ნაკლებობა, კომპლექსები და საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა, თქვენ გამუდმებით ვარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. პესიმისტურ კონსერვატიზმსა და ოპტიმისტურ ენთუზიაზმს შორის იხლიჩებით. ვერ აღწევთ წონასწორობას პასუხისმგებლობის გრძნობასთან შერწყმულ თვიდისციპლინასა და რწმენაზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, იმედს, პოზიტიურ დამოიკიდებულებებს შორის.
ეს არამარტო თქვენი პრობლემაა, არამედ გარშემომყოფებისაც. წარმოიდგინეთ მასწავლებელი სატურნი იუპიტერის უარყოფითი ასპექტით. ერთ დღეს თქვენ ლაბორატორიაში ზიხართ და ახალ ექსპერიმენტზე წერთ ანგარიშს, ის შემოდის და ყვირის: რას ზიხარ უსაქმურად? წერე თავისუფალ დროს!!! როცა ლაბორატორიაში ხარ, უნდა იმუშაო, გესმის? შრომა, შრომა და შრომა! მეორე დღეს, როცა ხედავთ რომ მოდის დაუყოვნებლივ წამოხტებით და მუშაობას შეუდგებით, მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. ის კი – რამდენს მუშაობ, მოეშვი რა, წამო ერთი ხელი ჭადრაკი ვითამაშოთო – გეუბნებათ. აი, ეს არის იუპიტერისა და სატურნის კოალიცია. ერთი გათამამებთ, მეორე გზღუდავთ. იუპიტერი დროის სატარებლად გეპატიჟებათ, სატურნი მათრახით გადგათ თავზე და წელებზე ფეხის დადგმას გაიძულებთ.
ხან გრანდიოზული გეგმები გექნებათ, ხან მოგეჩვენებათ რომ ეს ყველაფერი სისულელეა, არაფერი გამოვა. საჭიროა მათ შორის ბალანსის დაცვა ისწავლოთ, თორემ შიშები წინსვლასა და წარმატებაში შეგიშლიან ხელს. იმიტომ რომ ეჭვი გეპარებათ, შეიძლება საქმეს არც კი მოჰკიდოთ ხელი. დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და იმედიანად შეუდექით ნაბიჯ-ნაბიჯ მათ განხორციელებას. უზარმაზარი კედლის აშენებაზე ფიქრმა შეიძლება სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოთ, მაგრამ როცა დღის წესრიგში მხოლოდ ერთ აგურის დადებაა, თავდაჯერებული იქნებით და კედელიც ნელ-ნელა თავისით აშენდება. თუმცა თანმიმდევრულობა აუცილებელია.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია