პლუტონი მერკურის დადებითი ასპექტი

0
3683

სიმბოლური ლოგიკა გაქვთ. ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. თქვენ ხაზებს შორის კითხულობთ, ქვეტექსტებს შიფრავთ, ქცევებს მიღმა მოტივაციებს ხედავთ, შეგიძლიათ პრობლემის საწყისს, სათავეს მიაგნოთ და მისი გადაჭრის საუკეთესო გზები აღმოაჩინოთ. თუ რამე ინტელექტუალურ სამუშაოს ეჭიდებით, სანამ ბოლომდე არ ჩაწვდებით და არ გაანალიზებთ, არ დაშლით და არ ააწყობთ, არ ეშვებით.  მოგწონთ ყველაფერი რაც ზედაპირს მიღმაა, დაფარულია, დაშიფრულია. არაფერი ისეთ მენტალურ სიამოვნებას არ განიჭებთ, როგორც ამ საიდუმლოებების გასაღების პოვნა. დეტექტივისთვის, გამომძიებლისთვის, ჰაკერისთვის, პროგრამისტისთვის, ფსიქიატრისთვის თუ ფსიქოლოგისთვის, ნებისმიერი პროფესიისთვის, რომელიც რაღაც მოვლენის სიღრმეში წვდომის უნარს საჭიროებს, ეს შესანიშავი ასპექტია.

კომუნიკაციის მართვის შესანიშნავ უნარებს ფლობთ. ბასრი ენა აქვთ, ქირურგის სკალპელივით, ზუსტად იქ უსვამთ სადაც საჭიროა. თქვენი სიტყვები ტვინში აღწევს და შეუძლია აზრი შეაცვლევინოს ადამიანს. ძალიან დიდი მენტალური ენერგია გაქვთ. ვერბალურ დონეზე ომში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხართ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია