პლუტონი მარსის დადებითი ასპექტი

    0
    1842

    ინტუიციურად მოქმედებთ და ძირითად შემთხვევაში მიზანს არტყამთ. ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, ძლიერი ენერგეტიკა,  ძლიერი სტრატეგიები… ყოველი თქვენი ნაბიჯი, წინა ნაბიჯზე უკეთესია. ყველაფერი წინასწარ გაქვთ გათვლილი და ბევრს არ ჰყვირით. იატაკქვეშეთიდან მართვა გირჩევნიათ.

    ცხოვრებისეული დარტყმები კი არ გაბოროტებთ, გაძლიერებთ. სრული ენერგეტიკული გადატვირთვის შემდეგ ენერგეტიკული რესურსის რეგენერაციის საოცარი უნარი გაქვთ. ძალებს მარტივად აღიდგენთ.  ძალიან ამტანი ხართ, გამოჯანმრთელებას ადვილად ახერხებთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია