ნეპტუნი ურანის უარყოფითი ასპექტი

    0
    77

    თქვენ ლოგიკასა და ინტუიციას შორის კონფლიქტი გაქვთ. ეს რაციონალიზმისა და სიმბოლიზმის დაპირისპირებაა. ინტელექტუალობა ხელს შეგიშლით უპირობო რწმენაში. თქვენი თეორიები თქვენს იდეალებთან წინააღმეგობაში მოდის. ცხოვრებისეული მოულოდნელობები თქვენს სულიერ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. შეიძლება შესანიშნავი იდეები გქონდეთ და მის თანმიმდევრულად დალაგებას და გადმოცემას ვერ ახერხებდეთ. ყურადღება მიაქციეთ სახლებს სადაც ეს პლანეტები მდებარეობენ. იმ სახლის სფეროებში მოულოდნელი ცვლილებები სადაც ურანია, აბოსლუტურად ქაოსურს გახდის პროცესებს იმ სახლის სფეროებში, სადაც ნეპტუნია. ან კიდევ ილუზიები იმ სახლის სფეროებში, სადაც ნეპტუნია, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადს და არასტაბილურს გახდის იმ სახლს, სადაც ურანია.სიმშვიდის მოპოვებას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, როცა დაასკვნით რომ ორივე საჭიროა, გულიც და თავიც და მათ შორის წონასწორობის დაცვას მოახერხებთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია