ნეპტუნი მზის დადებითი ასპექტი

    0
    755

    სულიერად მდიდარი ადამიანი ხართ, საოცარი ფანტაზიის და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული. კარგი ასპექტია ხელოვანი ხალხისთვის, მწერლებისთვის, მუსიკოსებისთვის, ფსიქოლოგებისთვის. გაინტერესებთ მეტაფიზიკა, ის, რაც მატერიალური სამყაროს მიღმა დგას. საოცრად მგრძნობიარე ხართ, ალტრუისტი, ქველმოქმედი. ყველასი გესმით და ყველაფრის გაგება შეგიძლიათ. გიყვართ სხვებისთვის დახმარება. განსაკუთრებულ კავშირს შეიძლება გრძნობდეთ ცხოველებთან და მათზე ზრუნვით იყოთ დაკავებული. თქვენი დრაივი მთლიანად სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზეა ორიენტირებული.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია