ნეპტუნი მთვარის დადებითი ასპექტი

    0
    2648

    თქვენ მგრძნობიარე, ინტუიციური, ძალიან მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანი ხართ, რომელიც სხვების გაგების, თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. ამ ასპექტით ბევრი მუსიკოსი იბადება, თუმცა თუნდაც არ გქონდეთ რუკაში მუსიკოსობისთვის საჭირო სხვა ასპექტები, ძალიან გეყვარებათ იგი. მუსიკა თქვენთვის თერაპია იქნება.

    გარშემომყოფების ემოციებს პირდაპირ ისრუტავთ, ძალიან კარგად შეგიძლიათ გახსნათ და თანაგანიცადოთ სხვების შინაგანი სამყარო. ხელოვანი ადამიანისთვის ეს პირდაპირ მისწრებაა. ბრწყინვალე ინტუიციასთან შერწყმული ფანტაზია შემოქმედებითი უნარების თანხლებით, შესანიშნავ არტისტებს ბადებს.

    თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პრობლემებს მოგიგვარებენ, მაგრამ ამან არ უნდა გაგაზარმაცოთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია