ნეპტუნი მარსის დადებითი ასპექტი

    0
    3106

    კარგი ალღო გაქვთ, შინაგანი ხმის კარნახით სწორ ნაბიჯებს დგამთ ხოლმე. გზა რომ არ იცოდეთ, შინაგანი ხმა გკარნახობთ,  საით წახვიდეთ, კარგი ორიენტაცია გაქვთ. ფეხიც რომ მოგიცურდეთ, იღბლიან ადგილას გაადენთ ტყაპანს. რაღაც ზე-ბუნებრივი მანქანების მეშვეობით უბრალოდ იცით როგორ მოიქცეთ, მოძრაობებს გრძნობთ. ამიტომ ბევრი ამ მაჩვენებლით კარგი მოცეკვავე იბადება.

    ძალიან თანამგრძნობი ბუნება გაქვთ. სხვების დახმარებაზე ორიენტირებული. იცით, რომ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს და რასაც გასცემ, უკან აუცილებლად გიბრუნდება. ასეც ხდება. გაწეული სამსახური, გიფასდებათ.  ქვაზე დადებული მადლი, აუცილებლად დაგხვდებათ წინ ადრე თუ გვიან ერთის თუ არა, მეორეს მიერ.

    მდიდარი წარმოსახვა გაქვთ (მათ შორის მდიდარი სექსუალური ფანტაზიები). შემოქმედებითი დრაივი.  პასიური აგრესია, რომელიც ხელოვნებაში გენიალურ ფორმებს იძენს. ეცადეთ ხელოვნებასთან არ დაკარგოთ კავშირი.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია