მერკური მთვარის დადებითი ასპექტი

    0
    2295

    თქვენი გული და გონება შეთანხმებულად მოქმედებენ. საკუთარი ემოციების გაგება და გაანალიზება არ გიჭირთ, არც მათი სააშკარაოზე გამოტანა და მათზე საუბარი.  გრძნობები ლოგიკასთან წინააღმდეგობაში არასოდეს მოდიან. კარგად გესმით საკუთარი თავის და სხვების.

    კარგი მსმენელი ხართ. დაინტერესებული. სხეულის ენას ბრწყინვალედ კითხულობთ. არ განიკითხავთ. თანაგრძნობაც შეგიძლიათ, ოღონდ მენტალურ დონეზე. ადამიანის ემოციური სამყაროს შესახებ დაგროვილი ინფორმაცია სულიერ საკითხებში შესანიშნავ მრჩევლად გაქცევთ. თქვენი რჩევები ძალიან რაციონალური და ლოგიკურია.

    კარგად წერთ, კარგად ლაპარაკობთ. მუსიკალურად, ემოციურად. მდიდარი წარმოსახვაც გაქვთ. შეიძლება პოეტური ნიჭიც გქონდეთ.

    ეს ყველაფერი, თუ რუკაზე სხვა შესაბამისი ასპექტებიც არსებობს კარგ ფსიქოლოგად, ან მწერლად გაქცევთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია