მენტალურად ძალიან ენერგიული ადამიანი ხართ, აქტიური. ინფორმაციას ძალიან სწრაფად ითვისებთ, თითქმის ყურმოკვრით, გადახედვით. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ და არასოდეს მერყეობთ. ,,მწვანე თუ წითელი? წითელი… არა, მწვანე“ და თქვენ სწორი აღმოჩნდებით. სულ ეს არის.
აზრებში ჩამოყალიბებული და მტკიცე ხართ. პირდაპირ, ცხადად და გასაგებად ლაპარაკობთ. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და იქცევით ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ. თქვენი ქმედებების მართებულობის დასაბუთების საჭიროებას არ გრძნობთ, თუმცა ყოველთვის ახერხებთ. იდეებს რეალობად ძალიან სწრაფად აქცევთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია