მედიუმ ქოელი ვენერას უარყოფითი ასპექტი

    0
    2408

    კვადრატი – თქვენ სიყვარულის ადეკვატურად გამოხატვის პრობლემა შეიძლება გქონდეთ. იმისთვის რომ ხალხის მოლოდინები გაამართლოთ, მათ ასიამოვნოთ ბევრი შეიძლება დათმოთ. ამას შეიძლება პირფერობასა და მლიქვნელობაში გითვლიდნენ. თქვენი ღირებულებათა სისტემა უნდა შეიმუშაოთ, ქცევის სტანდარტები და ამ გზას არ უღალატოთ. არტისტული პოტენციალიც გაქვთ, მაგრამ მისი გამოყენება უნდა ისწავლოთ. ეცადეთ ამოთხაროთ ღრმად ჩაფლული ტალანტები. დაუშვებელია სიზარმაცე. სხვებზე დამოკიდებულება. სხვების თვალებში შემყურე ყოფნა. ასე საკუთარი თავის და სხვების პატივისცემას დაკარგავთ.

    ოპოზიცია – კარგი ოჯახი გყავდათ. ჰარმონიული განვითარებისთვის სასურველი გარემო. მშობლებთან კარგი ურთიერთობა. ამის გამო საკუთარ თავთანაც ჰარმონიაში ხართ, იმდენად ჰარმონიაში, რომ შესაძლოა საზოგადოებრივ ასპარეზზე რამის დამტკიცების სურვილი გაგიქრეთ. კარგია რომ სახლში ყველაფერი დალაგებული გაქვთ, თქვენში დაფარულ ტალანტებს აცნობიერებთ, მაგრამ ეცადეთ მისი გარეთ გამოტანა ისწავლოთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია