მედიუმ ქოელი ვენერას შეერთება

    0
    952

    პროფესიული თვალსაზრისით ეს არტისტული პოტენციალია, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა დანარჩენი რუკაც უნდა გიწყობდეთ ხელს. პუბლიკას ეყვარებით. მშობლებს ეყვარებით. უფროსებს ეყვარებით. თანამშრომლებს ეყვარებით. ეს იმიტომ რომ თავადაც ძალიან გიყვართ ხალხი. მათ ძალიან სამართლიანად ექცევით და ცდილობთ მათი მოლოდინი გაამართლოთ.  ურთიერთობები თქვენი სფეროა. მარტო არასდროს ხართ. ყველაფერი რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება, კარგად გამოგივათ. ესთეტიც ხართ და თქვენია სილამაზესთან დაკავშირებული პროფესიებიც. წარმატების მისაღწევად რქებით მიწოლა არ გჭირდებათ, რადგან იცით როგორ გამოიყენოთ დიპლომატიური უნარები, სილამაზე და შარმი ამისთვის. მოკლედ, თქვენი ტაქტიკაა – ,,ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ – თუნდაც ამას ვერ აცნობიერებდეთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია