კვადრატი – ძალიან ამბიციური ხართ, მაგრამ ამ ამბიციების ადეკვატურად გამოხატვას ვერ ახერხებთ. თქვენი ,,ყველაფერი ვიცი“ დამოკიდებულება ხალხს არ მოსწონს. დახმარების თხოვნა არ გიყვართ. ამის გამო ურთიერთობებში პრობლემები გექმნებათ, განსაკუთრებით, ცხოვრების პირველ ეტაპზე. შესაძლოა ავტორიტეტულ ფიგურებთან, ან ზოგადად ავტორიტეტებთან კონფლიქტები გქონდეთ. ეცადეთ, გაიაზროთ მათი მნიშვნელობა და ისწავლოთ მათგან. ალტერნატიულ გამოვლინებაში, მეგობრებს შესაძლოა შურდეთ თქვენი, გეჯიბრებოდნენ, ან კიდევ ჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე დომინირებას შეეცდებიან. საჭიროა საკუთარ თავში ჩაღრმავება, თქვენი როლის და ადგილის გააზრება საზოგადოებრივ ასპარეზზე.
ოპოზიცია – თქვენ საკუთარი შინაგანი სამყაროთი უფრო ხართ გატაცებული, ვიდრე საზოგადოებაში თქვენი როლის ძებნით. არ ცდილობთ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, საზოგადოებრივ აღიარებას არ დაეძებთ. სამსახური, რომელიც თქვენს ემოციურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, არაფერში გჭირდებათ. სიმყუდროვეს დაეძებთ ყველგან, სახლის სიტუაციებს, ადგილს, სადაც მშვიდად და დაცულად იგრძნობთ თავს. თუკი უსაფრთხო გარემოს შექმნას მოახერხებთ, ძალიან ძლიერი ადამიანი გახდებით, რომელიც ბევრის საყრდენად იქცევა. წარმატებისკენ გზა საკუთარი თავის შეცნობაზე გადის.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია