თქვენ ძალიან პატარა ასაკიდანვე გაიაზრეთ რომ რაღაცის მისაღწევად შრომაა საჭირო, მიეჩვიეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. სავარაუდოდ მუშაობასაც ადრეულ ასაკში დაიწყებდით. საოცარი შინაგანი დისციპლინის პატრონი ხართ. ძალიან ბევრს მუშაობთ წარმატების მისაღწევად და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ საოცარი მიზანდასახულობით მიიწევთ მიზნისკენ. საზოგადოებაში სერიოზული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობთ. პატივს გცემენ და გაფასებენ, რადგან საიმედო დასაყრდენი ხართ. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას.
ერთი ეს არის, რომ თუკი სატურნი დაზიანებულია, თავდაჯერების ნაკლებობას შეიძლება განიცდიდეთ და თუ გადაწყვიტეთ რომ არ გიმართლებთ, ვერავინ მოახერხებს აზრი შეგაცვლევინოთ. ეს ასპექტი ან ძალიან დიდი წარმატების, ან უკიდურესი წარუმატებლობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გამოცდილება გაქვთ აღებული ცხოვრების ადრეულ ფაზაში. არის საჯარო, სახელმწიფო სტრუქტურებში, მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის შანსიც.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია