მედიუმ ქოელი პლუტონის უარყოფითი ასპექტები

    0
    1854

    კვადრატი – ძალიან ამბიციური ხართ. გინდათ რომ ყველაფერს აკონტროლებდეთ, ყველაფერი თქვენს ჭკუაზე შეცვალოთ და ეს დომინანტობის მცდელობად აღიქმება ბევრისგან. ცუდად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. თქვენ სხვებსა და თქვენს შორის წონასწორობის დაცვა უნდა ისწავლოთ. არც თავად უნდა თქვათ თქვენს მიზნებზე უარი მათ გამო და არც ისინი აიძულოთ თქვენ ჭკუაზე იარონ. სანამ ამას არ ისწავლით მუდმივად დაბრკოლებები გექნებათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. პატიოსნად, ღიად და წესების დაცვით უნდა ითამაშოთ, ეთიკის სტანდარტებს არ უღალატოთ, თორემ არსებობს საფრთხე იმისა, რომ თქვენი ბინძური საიდუმლოებები ერთ დღეს ისე ცუდად გამოიტანონ სააშკარაოზე, რაც კი სიკეთე გიკეთებიათ, მთლიანად წყალში ჩაიყაროს. რეპუტაცია გაგიფუჭდეთ. თქვენ შესანიშნავად გესმით ადამიანების სისუსტეები. კარგი ფსიქოლოგიური უნარები გაქვთ, მაგრამ ამით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. მოერიდეთ ინტრიგებს. შანტაჟს. მანიპულაციებს.

     

    ოპოზიცია – ბავშვობაში ბევრი ცუდი გაქვთ ნანახი, რამაც სერიოზული კვალი დატოვა თქვენს ფსიქიკაზე. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს შესაძლოა ისე ღრმად იყოს დაფლული ქვეცნობიერში, გაცნობიერება გიჭირდეთ. არადა, ახლა მთლიანად მართავს თქვენს ცხოვრებას. საშინელი შიშები გაქვთ, ეგებ გაუცნობიერებელი შიშები. დაკარგვის შიში, უარყოფის შიში, შიში რომ თქვენი სისუსტეებით ვიღაც ბოროტად ისარგებლებს. გახსნა გიჭირთ, რეალურ სახეს მალავთ. გგონიათ, თუ გაგიცნობენ მიგატოვებენ.  თავდაჯერება გაკლიათ, საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ ამას არ იმჩნევთ. ერიდეთ თვითგვემას. შანტაჟს, მანიპულაციებს. გათავისუფლდით ფატალიზმისგან და თვითდესტრუქციისკენ მიდრეკილებისგან.

     

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...