მედიუმ ქოელი პლუტონის შეერთება

    0
    1172

    ძალიან საინტერესო ცხოვრება გექნებათ, ბევრი ისეთი რამ მოხდება, რაც რადიკალურად შეგცვლით. იქნება დიდი ცხოვრებისეული გარდაქმნები, დაცემა და ფერფლიდან აღდგომა. გსურთ, რომ თქვენი კვალი დატოვოთ სამყაროზე და მნიშვნელოვან ადამიანად მიგიჩნევდნენ. ამისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთ მშობელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, ის ძალიან დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენდა თქვენზე, ზედმეტად გაკონტროლებდათ, სულში გიფათურებდათ ხელებს, ან გაშანტაჟებდათ, დანაშაულის შეგრძნებას გიღვიძებდათ, მანიპულატორობდა… მოკლედ ისე ,,ჩაგებღაუჭათ“, განვითარების, ფრთების გაშლის საშუალება აღარ გეძლევათ.

    არის სხვა ვარიანტიც- შესაძლოა სიკვდილითაც დაეტოვებინა ტრავმული კვალი თქვენს ფსიქიკაზე. კონკრეტულად მხოლოდ ამ მაჩვენებლით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ მშობლებთან დაკავშირებული ტრავმა ფაქტია. საჭიროა ყველაფერი ამოქექოთ ქვეცნობიერიდან და ღიად და გულწრფელად ესაუბროთ მათ ამის შესახებ, ან თქვენ თავში გააცნობიეროთ, თუ უკვე აღარ არიან, აპატიოთ და  ,,გაუშვათ“. ზოგადად ეცადეთ ყველაფერი ღიად და პატიოსნად აკეთოთ, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში არის დიდი შანსი იმისა, რომ ყველა თქვენი ბინძური საიდუმლო გამოაშკარავდეს, რაც საშინლად შეგილახავთ რეპუტაციას და გადაფარავს ყველა იმ სიკეთეს, რაც გიკეთებიათ. ნიქსონი ამის შესანიშნავი მაგალითია.

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია