მედიუმ ქოელი ნეპტუნის უარყოფითი ასპექტები

    0
    1957

    კვადრატი – ძალიან გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. ხანდახან უბრალოდ გინდათ რომ გაქრეთ, აორთქლდეთ, რადგან თქვენი ადგილის პოვნა გიჭირთ, გეჩვენებათ რომ დაკარგული ადამიანი ხართ, ცარიელი ადგილი. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველივე დაბრკოლებისას გაქცევა გინდებათ, იმიტომ რომ გგონიათ მაინც არაფერი გამოგივათ. ყველაფერი დამთავრდა.   ძალიან სენსიტიური ხართ, მგრძნობიარე. გარემომცველ სამყაროში არსებულ ნებისმიერ ნეგატივს ღრუბელივით ისრუტავთ. იმათზე მეტად იტანჯებით, ვის ენერგიასაც იღებთ. ეცადეთ, პოზიტიური ადამიანების გარემოცვა ეძებოთ. სუფთა ადამიანები ნახოთ. ცხოვრების პირველ ფაზაში შეიძლება ადამიანების გამოცნობა გიჭირდეთ. ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდეთ მათზე. დროთა განმავლობაში მათ წაკითხვას ისწავლით. ისწავლით ღირსეული და უღირსი ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევას. აღარ იქცევით შანტაჟისტი და მანიპულატორი ადამიანების მსხვერპლად. ენერგოვამპირების საკვებად. მთავარია, არ დანებდეთ, სიმართლისთვის თვალის გასწორება და ბრძოლა ისწავლოთ.

    ოპოზიცია – უკიდურესად მგრძნობიარე ადამიანი ხართ. ცხოვრებისეული გამოწვევების მიღება გიჭირთ, პირველივე დაბრკოლებისას ამქვეყნიდან გაქრობა, აორთქლება გინდებათ. საკუთარი თავის აღქმა გიჭირთ. თავდაჯერება გაკლიათ. ვერ პოულობთ თქვენს ადგილს საზოგადოებაში. ეს იმიტომ რომ ბავშვობაში მიმართულება არ მოგცეს. თქვენი ერთერთი მშობელი ძალიან ,,სხვა სამყაროში“ ცხოვრობდა. შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ქონდა, ან ალკოჰოლიკი იყო, ნარკომანი, ხელოვანი, სასულიერო პირიც შეიძლება. მისი სახე ბუნდოვანია. მთლად კარგად ვერ აღიქვით ხატი. ახლა ვიღაცას ისეთს დაეძებთ ვინც საკუთარი თავიდან გიხსნით, ან თქვენ თვითონ იღებთ მესიის როლს საკუთარ თავზე. შესაძლოა ამ ყველაფერმა ძალიან დიდ რწმენამდე მიგიყვანოთ. ღმერთის რწმენამდე. ეს საუკეთესო გზაა. მთავარია, თვითმოტყუებით არ დაკავდეთ. ილუზიების შექმნა არ დაიწყოთ და თქვენ მიერ გამოგონილ რეალობაში ცხოვრება. ისწავლეთ ღირსეული და უღირსი ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავება. ნუ იქცევით ენერგოვამპირების საკვებად. სიმართლეს თვალი გაუსწორეთ, მოძებნეთ საკუთარ თავში საყრდენი და არ დანებდეთ.

     

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია