მედიუმ ქოელი მთვარის უარყოფითი ასპექტი

    0
    2348

    თქვენი შინაგანი მოთხოვნები და საჭიროებები ხშირად წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც თქვენგან ჯერ მშობლები, შემდგომ კი საზოგადოება ითხოვს და მოელის. ძალიან ემოციური ხართ, იმდენად ემოციური, რომ განწყობები საღად აზროვნების უნარს გართმევთ. ხშირად გრძნობთ, რომ სულაც არ არის სწორი, ის, რასაც გასწავლიდნენ, რასაც ჭკვიანი ადამიანები გირჩევენ, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ თქვენი ემოციებიც ჩვეულებრივი ბავშვობიდან გადმოყოლილი შიშების შედეგი შეიძლება იყოს. უნდა გაიზარდოთ, როგორ ძალიანაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ ამ აზრს. ხალხში ყოფნაც გსურთ და მარტოობაც და ამის გამო შინაგანი კონფლიქტები გაქვთ. ასაკთან ერთად, თუკი სწორად განვითარდით და ამ ყველაფრის გაცნობიერება მოახერხეთ, უფრო მეტად ჰარმონიული გახდებით და გადაწყვეტილებების მიღებაც გაგიადვილდებათ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...