მედიუმ ქოელი მთვარის შეერთება

    0
    1261

    ეს ასპექტი ბოჰემისკენ მიდრეკილებას გიჩენთ. ბევრ მსახიობს აქვს რუკაში. ძალიან განიცდით სხვების აზრს თქვენ შესახებ. თქვენი ბავშვობა და ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს თქვენს როლს სოციუმში.  მამაზე დიდი ზეგავლენა სავარაუდოდ დედას ჰქონდა თქვენზე. სწორედ მან მოგცათ მიმართულება. შესაძლოა პროფესიის შერჩევაშიც დიდი როლი ითამაშა. მოკლედ, დედა მნიშვნელოვანი ფიგურაა და თუ მასთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, ნიშნავს რომ პროფესიული თვალსაზრისით, კარიერულ გზაზე შესაძლოა ბევრი პრობლემა შეგექმნათ. თუკი დედასთან ვერ პოულობთ საერთოს, თქვენი ადგილის ნახვაც გიჭირდეთ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში ქალები დიდ როლს თამაშობენ. ისინი გეხმარებიან. ხალხსაც უყვარხართ. მის ნაწილად მიაჩნიხართ. უკეთესი იქნება თუ პროფესიასაც ისეთს აირჩევთ, ხალხზე, ბავშვებსა და ქალებზე ზრუნვა მოგიწიოთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია