კვადრატი – თქვენ ბევრს იფიქრებთ მომავალ პროფესიაზე და კარგა ხანს გაგიჭირდებათ ჩამოყალიბება, თუ რის კეთება გინდათ ამ ცხოვრებაში. ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინტერესი გაქვთ, ყველაფერი გაინტერესებთ. ადრეულ ასაკში ამას არაუშავს, მაგრამ ეცადეთ შემდგომ ცხოვრების შემდგომ ეტაპზეც არ გაიყოლოთ და ყველა სფეროში დილეტანტად არ დარჩეთ. აუცილებელია თვითდისციპლინის განვითარება. აკონტროლეთ ენა, ჯერ კარგად დაფიქრდით და მერე თქვით, გააცნობიერეთ, რომ ,,ყველაფერი რასაც იტყვით შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ“.
ოპოზიცია – თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობაა. გამუდმებით პასუხებს დაეძებთ. მთლიანად თქვენი თავით ხართ მოცული. მხოლოდ საკუთარ აზრს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად. არსებობს გადაჭარბებული სუბიექტივიზმის საფრთხე. თქვენი შეხედულებები სწორედ თქვენი შინაგანი ხმის კარნახით ყალიბდება. ის რაც ბავშვობაში გესმოდათ, იმან, რასაც თქვენი მშობლები ლაპარაკობდნენ, როცა თქვენი ემოციური ინტელექტი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა თქვენი მსოფლმხედველობა. ინტუიციურად გრძნობთ რა სწორია და რა არასწორი. დამოკიდებულებები ძალიან ადრეულ ასაკში გიყალიბდებათ და მათ გამოხატვასაც ძალიან კარგად ახერხებთ. ეცადეთ არ ჩაიციკლოთ და განვითარდეთ. სხვებსაც მოუსმინეთ. გახდით უფრო მეტად ღია სხვების შეხედულებებისადმი. მიდრეკილი ხართ წარსული სიტუაციების ხელახლა გადააზრებისაკენ. ,,რა იქნებოდა..“ მოეშვით ამაზე ფიქრს. რაც იყო, იყო. ერთადერთი რეალური დრო აწმყოა. თუკი ამ ყველაფრის გათვალისწინებას მოახერხებთ, იმდენად გაცნობიერებული გაქვთ თქვენი შინაგანი მოთხოვნები და საჭიროებები, რის ბედნიერებაც ბევრს არ აქვს, მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ – იზრუნოთ მათ დაკმაყოფილებაზე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია