კარგი ორატორული მონაცემები გაქვთ. კარგად ხუმრობთ. კარგად წერთ. განათლების დონის მიუხედავად, შესანიშნავად ახერხებთ იმ ცოდნის გამოყენებას, რაც გაქვთ. ერთი პრობლემა ის არის, რომ შესაძლოა გაფანტული იყოთ. ბევრ რამეს მიედ-მოედებოდეთ და საბოლოო ჯამში ყველაფერში ერკვეოდეთ და არაფერი იცოდეთ ბოლომდე. მეორე პრობლემა კი – ის, რომ ზედმეტად რაციონალურად უდგებით ყველაფერს, ანუ მხოლოდ გონებით საზღვრავთ, ლოგიკური აზროვნება კი დამაბნეველი რამეა, შესაძლოა ხშირად შეცდომაში შეგიყვანოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია