მედიუმ ქოელი იუპიტერის უარყოფითი ასპექტები

    0
    1268

    კვადრატი – დიდი ამბიციები გაქვთ, რაღაცის მიღწევა გინდათ, მაგრამ საკუთარ და საზოგადო ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვას ვერ ახერხებთ. შეიძლება დიდი წარმოდგენა გქონდეთ საკუთარ თავზე. თქვენ გარდა ადამიანი ადამიანად არ მიგაჩნდეთ. გაკლიათ ზომიერების გრძნობა. ზედმეტად ოპტიმისტი ხართ და იღბლის იმედად ზარმაცობთ ხოლმე, რაც არც ისე კარგად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. უფრო მეტს პირდებით, ვიდრე აძლევთ და უფრო მეტს ელოდებით, ვიდრე აკეთებთ მიზნისთვის. ეს წარმატების გზაზე ხელს შეგიშლით. მამასთან, უფროსთან, ავტორიტეტულ ფიგურებთან კონფლიქტები შეიძლება გქონდეთ თქვენი მსოფლმხედველობის გამო. ძალიან გიყვართ სხვებისთვის მორალის კითხვა, მათთვის შეცდომებზე მითითება და ვერაფრით აიტანთ სხვისგან იმავეს. საკუთარ შეცდომებზე თვალს ხუჭავთ. ეცადეთ, სანამ მასწავლებლის მანტიას მოირგებთ, მანამდე მათი პატივისცემა დაიმსახუროთ. ისე არავინ მოგისმენთ.

     

    ოპოზიცია – თქვენ ძალიან კარგი ბავშვობა გქონდათ.  ოჯახი, რომელმაც სწავლის, განვითარების, ზრდის საშუალება მოგცათ. მოკლედ, კარგი ოჯახის შვილი იყავით. თქვენს მშობლებს პატივს სცემდნენ, კარგი რეპუტაცია ჰქონდათ. ახლაც მსგავს მოდელს დაეძებთ საზოგადოებაში. პოზიციას და პროფესიას, რომელიც ზრდის საშუალებას მოგცემთ. უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი განვითარება უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე საზოგადოებრივ ასპარეზზე წინსვლა. წარმატების თქვენეული საზომი გაგაჩნიათ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...