მარსი ვენერას უარყოფითი ასპექტი

    0
    4517

    ვენერა ქალური საწყისია, მარსი მამაკაცური, მათ შორის კონფლიქტი პირად ფრონტზე კონფლიქტებზე მიუთითებს. ჰარმონიული ურთიერთობის ქონის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.

    ერთი მხრივ, ჰარმონიული ურთიერთობებისკენ ისწრაფვით, კომპრომისზე მიდიხართ, მეორე მხრივ კი მოთხოვნილება გაქვთ, რაც გინდათ, ის აკეთოთ და არავის აზრი გაითვალისწინოთ. ხან მაშინ მიდიხართ დათმობაზე, როდესაც სულ არ არის საჭირო, ხან მაშინ იბრძვით რქებით, როცა კომპრომისზე წასვლა არ გაწყენდათ.

    ეს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, როგორც წესი, ბევრ პრობლემას ქმნის, თუმცა თქვენ ეგებ სულაც არ გადარდებდეთ. იღლებით ხოლმე, მაგრამ თითქოს მოგწონთ დაძაბულობები. მშვიდობიანობის დროს ხან თქვენ იწყებთ პარტნიორისთვის ,,ჩხიკინს“, ხან ის ,,გიჩხიკინებთ..“ დაზავებული დიდხანს ვერ ძლებთ…  ჩხუბის დროს იღგზნებით… მერე კი სექსი ყველაფერს აგვარებს.

    სხვებს არ ესმით რა გაჩერებთ ერთად, როცა გამუდმებით ერთმანეთს ხოცავთ, თუმცა მათ რა იციან რომ სექსიც აგრესიაა, რომ ეს აგრესიაც სექსის ნაწილია…ასეა თქვენთვის…  მოფერებაც უხეში შეიძლება მოგწონდეთ – კბენა, კაწვრა… ვნებები რომ წამოგივლით, ისეთი გრძნობების კორიანტელი დატრიალდება ხოლმე, შეიძლება პარტნიორის გაგუდვა მოგინდეთ.

    კაცებს, ვენერას ასეთი მდებარეობით, ცოტა უხეში, ძლიერი, ღიად სექსუალური და ინიციატივიანი ქალები მოსწონთ და ფლირტიც ცოტა აგრესიული აქვთ. ქალებთან უხეშობენ ხოლმე. არსებობს საფრთხე იმისა, რომ უყვარდეთ ერთი და სექსუალურად იზიდავდეთ მეორე. ზოგადად, ეს ორივე სქესის წარმომადგენელთან თემაა – თქვენ შეიძლება სექსი და სიყვარული ორ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ფენომენად მიგაჩნდეთ. მოკლედ, ამაღლებული პლატონური სიყვარული, თუ ღია და შიშველი, ბობოქარი ვნებები? – ,,საკითხავი აი, ეს არის“….

    ამ ორი პლანეტის ომში, თქვენ ვენერას მხარე უნდა დაიჭიროთ (განსაკუთრებით ქალებს ეხება ეს), ,,მავნე ბიჭუნასგან“ განსხვავებით, იგი კეთილი პლანეტაა. ეცადეთ სილამაზის აღქმა არ დაკარგოთ, მარსის ველური ენერგია ვენერას ქალური შარმით ცოტა დაარბილოთ. ძალიან რთულია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა-გადმოვარდნებზე რთული, ნამდვილად არა.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია