მარსი ურანის დადებითი ასპექტი

0
5322

საოცარი რეფლექსები გაქვთ. მოულოდნელ სიტუაციებში სრულიად გაუაზრებლად სწორი რეაქციები შეიძლება გქონდეთ.   პრობლემების გადაჭრის არასტანდარტულ, მაგრამ ძალიან კრეატიულ გზებს პოულობთ. ძალიან აქტიური ხართ, მოუსვენარი, სტაგნაციის პერიოდების ატანა არ შეგიძლიათ. როცა ცხოვრება რუტინული და მოსაწყენი ხდება, ისეთ ,,სვლებს“ აკეთებთ,  გარშემომყოფებს პირი რჩებათ ღია. ნამდვილი ფოკუსნიკი ხართ, არასოდეს თამაშობთ წესებით და იმიტომ რომ თქვენი პროგნოზირება შეუძლებელია, მოწინააღმდეგეს თავგზას უბნევთ.

საწოლში ძალიან თავისუფალი ხართ, ყოველგვარი ექსპერიმენტისთვის ღია. პარტნიორს საკმაოდ დიდ პირად  სივრცეს აძლევთ და თავადაც ამას მოითხოვთ. ქორწინებას პასუხისმგებლობისა და შეზღუდვებისგან თავისუფალი ურთიერთობები გირჩევნიათ. სიყვარულში ლიბერალური და ორიგინალური ინდივიდი ბრძანდებით.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია