მარსი მთვარის უარყოფითი ასპექტი

    0
    2893

    მთვარე ჩვენი შინაგანი სამყარო, ემოციური მოთხოვნილებები, რეაქციები და დამოკიდებულებებია, მარსი კიდევ მოქმედება, ყველაფერს ასწრაფებს, აუხეშებს, აგრესიულად ავლენს. ერთი ქალური პლანეტაა, მეორე მამაკაცური. მათი შეერთება არც ისე სასიამოვნო ასპექტია.

    ძალიან ტემპერამენტიანი ცხელ სისხლიანი და სექსუალური ადამიანი ხართ. ადვილად იღგზნებით. სექსი თქვენთვის ისეთივე პირველადი მოთხოვნილებაა, როგორც საკვები.

    გახასიათებთ მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ძალიან სწრაფად, სპონტანურად და იმპულსურად რეაგირებთ გარემოზე.

    იქცევით განწყობილების შესაბამისად. გრძნობებს შესაძლოა ცოტა აგრესიული ფორმით გამოხატავდეთ. უცებ შეიძლება გაცეცხლდეთ, თუმცა ორთქლს გამოუშვებთ და  მალევე მშვიდდებით. როდესაც ბრაზობთ მშვიდად ყოფნა არ შეგიძლიათ, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ… მნიშვნელობა არ აქვს რას იზამთ: წინ და უკან ივლით, საგნების სროლას დაიწყებთ, თუ მაგიდაზე ხელების ბრახუნს..

    ყველაფერი ღრმა ბავშვობიდან, თქვენი დედიკოდან იღებს სათავეს. ის შესაძლოა ზუსტად ასეთი, დამოუკიდებელი, ძლიერი და ცოტა აგრესიული ქალიც იყო. ქალი, რომელსაც შეეძლო ბრძოლა თავისი საყვარელი ადამიანების დასაცავად. შესაძლოა, პატარაობიდანვე იყავით ოჯახური კონფლიქტების, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების გარკვევის  მოწმე. შესაძლოა ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება. ოჯახური ცხოვრება არ არის მშვიდი. ყველა საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის.

    თქვენც ასეთი ხართ. ძალიან თვითმყობადი. მოუთმენელი, სულსწრაფი. ცდილობთ პერსონალურ დონეზე სხვებს რაღაც დაუმტკიცოთ. ენერგიას ხშირად სრულიად უმისამართოდ და ფუჭად ხარჯავთ. სხვების მზრუნველობა შეიძლება გაღიზიანებდეთ კიდეც. დახმარების ხელს რომ გიწვდიან არ გსიამოვნებთ. ,,თვითონ მივხედავ ჩემ თავს“ , ,,პატარა კი აღარ ვარ“… ის ფაქტი, რომ ვიღაცაზე ხართ დამოკიდებული ემოციურად, ან ფინანსურად ჭკუიდან შეგშლით.

    ქალბატონების რუკაზე, ეს ასპექტი ნიშნავს რომ ფემინინურობა აკლიათ. ქალურობას ცოტა უხეში ფორმებით გამოხატავენ. დედის, ცოლის ამპლუაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. ნაზად მოფერება არ შეუძლიათ. სიყვარულს შესაძლოა ბწკენით, კბენით, უხეში ალერსით გამოხატავდნენ. განსაკუთრებით კი ბავშვებთან. ორსულობაც ცოტა პრობლემატური აქვთ. ამ დროს  ძალიან ეცვლებათ ხასიათი. ცოტა უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან.

    არც მამაკაცის რუკაზე არის დიდი საჩუქარი –  რადგან დედასთან, ცოლთან, ზოგადად ქალებთან კონფლიქტებზე მიუთითებს.

    კარგი იქნება, თუ ამ ენერგიას შემოქმედებითად გამოიყენებთ. დაკავდებით სპორტით, ან საქმიანობით, სადაც დაჩაგრულ ადამიანებს დაიცავთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია