მარსი მედიუმ ქოელის დადებითი ასპექტი

    0
    1832

    თქვენ იცით ვინ ხართ და რა გსურთ. ცხოვრებისეული მიზნის პოვნა არ გიჭირთ. ძალიან კარგად აცნობიერებთ თქვენს ადგილს საზოგადოებრივ ასპარეზზე და ზუსტი და კონკრეტული ნაბიჯებით, პირდაპირ მიემართებით ამ ადგილისკენ.  თავდაჯერება არ გაკლიათ. დიდი ფიზიკური ენერგიის მფლობელი ხართ და ამ ენერგიას კარიერულ წინსვლაში აბანდებთ. ბევრს მუშაობთ და ბევრს ასწრებთ. ხალხი პატივს გცემთ. არ გიყვართ სხვის დაქვემდებარებაში ყოფნა, მაგრამ არც იმას ცდილობთ მაინცდამაინც თქვენ ჭკუაზე ატაროთ სხვები. დამოუკიდებლად უფრო კარგად აკეთებთ თქვენ საქმეს, ვიდრე სხვებთან ერთად. სპორტსმენებისთვის, სამხედროებისთვის სასურველი ასპექტია.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია