თქვენ ყველაფერს თქვენ ჭკუაზე აკეთებთ. იცით, რა გსურთ და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ ხისტი და შესაძლოა უხეშიც კი იყოთ ხანდახან. ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“. წარმატების გზაზე არავინ უნდა გადაგეღობოთ, თორემ თუ გადაუარეთ, ეს მისი ბრალი იქნება და არა თქვენი… რას გედებოდათ ფეხებში? ეს ასპექტი ხშირია სპორტსმენების, ათლეტების, ძალოვან სტრუქტურებში მოღვაწე, სამხედრო პირების რუკებში, თუმცა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, მარსის და მედიუმ ქოელის ნიშანიც საჭიროა და დანარჩენი რუკის ანალიზიც. ზოგადად, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კარიერულ გზაზე წარმატებას უდიდესი ფიზიკური ენერგიის წყალობით აღწევთ. ვერ იტანთ სხვების დაქვემდებარებაში ყოფნას. არ გსურთ ვინმეს კარნახით მოქმედება. ეს იმიტომ, რომ თვით იდენტიფიცირებას საკუთარ მოქმედებებთან ახდენთ და თუკი ვინმეს თქვენს ნაბიჯებში ეჭვი შეაქვს, პირად შეურაცხყოფად იღებთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველა, ვინც არ გეთანხმებათ, მტერი არ არის.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია