იუპიტერი ვენერას უარყოფითი ასპექტი

0
6528

ყველაზე ტიპურ გამოვლინებაში ეს ასპექტი ნიშნავს, რომ სასიყვარულო პარტნიორი, ან ზოგადად სიყვარული ხელს გიშლით ზრდაში, პიროვნულ თუ საზოგადოებრივ სარბიელზე განვითარებაში და პირიქით, თქვენი მსოფლხედველობა, იდეალისტობა, ნორმალური, ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალებას არ გაძლევდეთ. როგორი კარგი პარტნიორიც არ უნდა შეგხვდეთ, შესაძლოა, გქონდეთ შეგრძნება, რომ სადღაც ჰორიზონტს მიღმა ამაზე უკეთესი პარტნიორი გელოდებათ, ამაზე უკეთესი ცხოვრება. ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ… მაგრამ მათ შორის საუკეთესოს რჩევაში შეიძლება საუკეთესო დაკარგოთ.

ზრდაში ხელს შეიძლება გიშლიდეთ კომფორტისადმი სიყვარულიც, მატერიალური სიამოვნებებისკენ სწრაფვაც. ზომიერების დაცვა გიჭირთ. შეიძლება უაზროდ ჭამდეთ, უაზროდ ეწეოდეთ, უაზროდ ხარჯავდეთ ფულს… უკანასკნელ კაპიკებს იხდიდეთ სიამოვნების, ფუფუნების საგნებში, გართობაში, ტანსაცმელში და მერე ვალებში იხრჩობოდეთ. ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ გინდათ, ფულის დათვლა… გეჯავრებათ.

გამდიდრების პოტენციალი გაქვთ, თუმცა მფლანგველობით შორს ვერ წახვალთ. სიზარმაცეზე და უდარდელობაზე უარი უნდა თქვათ – ნუ ისესხებთ და ნუ იქნებით გამართლების იმედად. თავადაც გაინძერით. წარმატების მიღწევა თუ გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია