იუპიტერი მზის დადებითი ასპექტი

    0
    2735

    იღბლიანი ადამიანის რეპუტაცია გაქვთ და ასეც არის. ცხოვრების ნათელ მხარეებს ხედავთ, მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ, გულუხვი ხართ (მათ შორის დაპირებებშიც), კეთილი და კარგ რამეებსაც იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. გიყვართ მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა. არავის ეჯიბრებით, არავის გადათელვას არ ცდილობთ, არვის ებრძვით და ამიტომ ხალხსაც უყვარხართ.

    თქვენი მორალი და მსოფლმხედველობა გაქვთ, გიყვართ ცხოვრება და გჯერათ ადამიანების. გამუდმებით კარგს ეძებთ ყველაში და ყველაფერში. გულწრფელი ხართ და კეთილგანწყობილი. დადიხართ, დაატარებთ ოპტიმიზმის ტომარას თან და ყველა შემხვედრს ზედ აფრქვევთ. კარგი იუმორი გაქვთ, მომავლის რწმენა, იმედი და შეგიძლიათ ბოლომდე შეირგოთ ცხოვრება.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია