იუპიტერი მზის უარყოფითი ასპექტი

    0
    3350

    გადაჭარბებისკენ ხართ მიდრეკილი. ზომიერების დაცვა გიჭირთ. ხშირად ზედმეტის უფლებას აძლევთ თავს და თანაც აბსოლუტურად იღბალზე ხართ მინდობილი. სესხები, ვალები… მფლანგველობა… ზედმეტი კილოგრამები… თუმცა როდესაც ძალიან გაგიჭირდებათ ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვინც ამ სიტუაციიდან ამოგათრევთ. იმიტომ რომ თავადაც ბევრჯერ დახმარებიხართ სხვებს, გულკეთილი და კარგი ადამიანის რეპუტაცია გაქვთ და არაფერი გეკარგებათ.

    თუკი ძალიან გაუთამამდებით ფორტუნას, იქნებით სხვა ადამიანების კეთილგანწყობის იმედზე და არ ისწავლით საკუთარ შეცდომებზე (რისი საფრთხეც არსებობს) გამუდმებით მოიმკით თქვენი უდარდელი ქმედებების შედეგებს.

    ეცადეთ ისწავლოთ თვითკონტროლი… სხვათა შორის როკფელერს ჰქონდა მზე იუპიტერის უარყოფითი ასპექტი, მაგრამ ამას ძლიერი სატურნიც ახლდა – ანუ პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარება, სისტემატიზაცია, თვითკონტროლი.. ასეთ შემთხვევაში  დაძაბული ასპექტი გამდიდრების, ზრდის, წარმატების მოტივატორად იქცევა.  ნუ ისარგებლებთ სამყაროს და ადამიანების კეთილგანწყობით ბოროტად. ნუ დაჰპირდებით სხვებს და საკუთარ თავს იმას, რის შესრულებაც არ შეგიძლიათ …  ნუ გაფლანგავთ  საკუთარ ტალანტს და კარგ იღბალს ბოროტად.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია