იუპიტერი მთვარის შეერთება

    0
    1039

    იცით, თქვენ ჯადოქარი ხართ – შეგიძლიათ ბუზი აქციოთ სპილოდ…. როცა ცუდად ხართ, ამქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი გგონიათ თავი, თუმცა შინაგანი ოპტიმიზმის წყალობით დეპრესიაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ და თუნდაც ,,მშველელი“ არ გამოგიჩნდეთ,  ბარონი მიუნჰაუზენივით პარიკში ჩაივლებთ ხოლმე ხელს და საკუთარ თავს ,,ჭაობიდან“ ამოათრევთ. თავს შემოუძახებთ… სადმე სამოგზაუროდ წახვალთ, ახალ თავგადასავალში გაეხვევით.

    კავშირს გრძნობთ წარსულთან… გაინტერესებთ სხვადასხვა კულტურები. ორატორული უნარებითაც გამოირჩევით. თხრობის მანერა გაქვთ ძალიან მდიდარი… შესანიშნავი ასპექტია მასწავლებლებისთვის.

    უზომო ხართ სიხარულშიც. გიჟდებით სიცილზე. ადამიანების მიმართ საოცარ კეთილგანწყობილებას გრძნობთ. ალტრუიზმისკენ გაქვთ მიდრეკილება.  ძალიან დიდი შეცდომების პატიება შეგიძლიათ დიდსულოვნად, არა მარტო პატიება, დავიწყებაც კი… თვალებზე ჯერ კიდევ არ გაქვთ ცრემლი შემშრალი და ცხენივით ჭიხვინებთ… ან რომელიმე სხვა ცხოველივით. მთავარია, რომ ხმამაღლა..

    საკმაოდ იმპულსური ხართ, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და ემოციების კორიანტელით. აგრესიული არ იქნებით, თუ ამ ასპექტს მარსი ან ურანი არ აზიანებს, მაგრამ გამოხატვისგან თავის შეკავება გაგიჭირდებათ.

    არა მარტო ემოციების… გიჟდებით ადამიანების დახმარებაზე. წაქცეული არ არის ვინმე, მაშინვე იქ გაჩნდებით სასწრაფო დახმარების მანქანასავით. სწორედ ამიტომ ხალხს უყვარხართ. მათგანაც ხშირად მიიღებთ დახმარებას… განსაკუთრებით ქალებისგან.

    კარგი დედა გყავთ, განათლებული, კეთილშობილი… სულიერ ზრდაში გეხმარებოდათ. თუ მამაკაცი ხართ, ასეთივე ცოლი შეგხვდებათ.

    გიყვართ გემრიელი საკვები… ბევრი… კარგი მადით გამოირჩევით (თუ ამ ასპექტში სატურნი არ ფიგურირებს, ასეთ შემთხვევაში პერიოდულად გექნებათ უმადობის და გაძლიერებული მადის პერიოდები). ზომიერების გრძნობა არ გაქვთ.  შეიძლება გამხდარიც იყოთ სხვა ასპექტების, დიეტების  წყალობით, თუმცა ფიცარი შეუძლებელია… რაღაც მაინც გექნებათ… აფუმფულებული.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია