იუპიტერი მერკურის დადებითი ასპექტი

    0
    1163

    კეთილი განზრახვები გაქვთ, გრანდიოზული იდეები და მასშტაბური გეგმები. გიყვართ სწავლა. შეგიძლიათ ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება და გაცემა, რაც მასწავლებელს (ეგებ სულიერ მასწავლებელსაც), ლექტორს ძალიან წაადგება. ფილოსოფოსი ხართ. კარგი რესპონდენტი იქნებით. სიტყვა უხვი. კარგად ლაპარაკობთ, ოპტიმისტურად ,,ჟღერთ“.თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია. თანამოსაუბრეებს შთააგონებთ.  საოცრად პოზიტიური ხართ კომუნიკაციის პროცესში.

    კარგად ახერხებთ ფაქტების განზოგადებას და ზოგადიდან დასკვნის გამოტანას.  ბევრი ნაცნობები გყავთ. ყველანაირ ადამიანთან ახერხებთ საერთოს გამონახვას. ყველას მიმართ ტოლერანტული ხართ, ყველანაირი აზრის მოსმენა და მიღება შეგიძლიათ. უცხო ენებს ადვილად ითვისებთ, მიდრეკილება გაქვთ. ნაცნობები პატივს გცემენ, მოსწონთ თქვენი მოსმენა, თქვენს აზრს ითვალისწინებენ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...