თქვენ გაქვთ შანსი მაგალითად იქცეთ ხალხისთვის, მათი სულიერი ლიდერი გახდეთ, ასწავლოთ. სავარაუდოდ, ბავშვობიდანვე დაინტერესებული იქნებოდით სულიერი საკითხებით, თემებით, რომლებიც მხოლოდ უფროსებს აინტერესებს – რელიგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, სხვადასხვა ქვეყნების და ცივილიზაციების კულტურები… შესაძლოა რელიგიურ ოჯახში გაიზარდეთ, ან მშობლებმა ძალიან დიდი მორალური ღირებულებები ჩაგინერგეს, რომელიც ახლა მთელ თქვენს მსოფლხედვას განსაზღვრავს. ლიდერი იქნებოდით სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. თითით საჩვენებელი ბავშვი.
შეიძლება პოლიტიკითაც იყოთ დაინტერესებული. მოგზაურობით. სხვადასხვა სულიერი სწავლებებით. იურისპუდენციაშიც წარმატება გექნებათ. ბევრი სასულიერო პირის რუკაშია ეს მაჩვენებელი. ბევრი თანამდებობის პირის. თუმცა დანარჩენი რუკაც ხელს უნდა გიწყობდეთ. უმაღლესი იდეალები გაქვთ, პრინციპები, რომელსაც არაფრით ღალატობთ, მკვეთრად განსაზღვრული ღირებულებათა სისტემა. კარგი რეპუტაციით სარგებლობთ. ადამიანები პატივს გცემენ. ოპტიმისტი და ამბიციური ადამიანი ხართ. ცხოვრებისგან ბევრს ელით და იღებთ კიდეც.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია