ოპოზიცია – თქვენ საკუთარი თავის პოვნას სხვების მეშვეობით ახერხებთ, სხვების ,,გავლით“ აღიქვამთ თქვენ თავს. ურთიერთობებში გრძნობთ თავს ყველაზე ცოცხლად. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვების აზრს უფრო მეტად ითვალისწინებთ, ვიდრე საკუთარს. ყველაფერს სხვებთან ათანხმებთ.
კვადრატი/ კვინკონსი – თქვენ სულაც არ ტოვებთ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, როგორსაც გინდათ რომ ტოვებდეთ. თქვენი დამოკიდებულებები მთლად მისაღები არ არის გარშემომყოფებისთვის. ამაყი, ამბიციური, ამპარტავანი ტიპაჟის იმიჯიც შეიძლება გქონდეთ ისე, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გქონდეთ. ეს შესაძლოა ბავშვობის ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებული თავდაცვითი მექანიზმების ოინებიც იყოს. თქვენ ვერ გიგებენ, არასწორად ,,გთარგმნიან“. აუცილებელია ამის გაცნობიერება და მუშაობა ამაზე, თორემ შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ცოტა უნდა დარბილდეთ და უკეთესი მანერები შეიძინოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია