სატურნი ურანის უარყოფითი ასპექტები

0
4389

თქვენში არსებობს კონფლიქტი კონსერვატიზმსა და პროგრესულობას შორის. ვერ იგებთ ტრადიციებს უერთგულოთ, თუ ცვლილებების ქარს აჰყვეთ. ფუტურისტული იდეების ხორცშესხმას სიფრთხილის და კომპლექსების გამო ვერ ახერხებთ. ორიგინალობაში ხელს გიშლით თავდაჯერების ნაკლებობა და პირიქით, ზედმეტი ორიგინალურობის გამო სტატუსი შეიძლება დაკარგოთ. ხან ზედმეტად შეზღუდული ხართ, ხან შოკისმომგვრელად თავისუფალი. შეზღუდვებსა და თავისუფლებას შორის იხლიჩებით.

აუცილებლად უნდა იპოვოთ საშუალო. ამ ორ პლანეტას საშინლად არ მოსწონთ ერთმანეთი და ორივე თავისკენ გექაჩებათ. ორცეცხლშუა იჭყლიტებით. აკეთეთ რაიმე განსხვავებული, უჩვეულო მაგრამ პრაქტიკული და დისციპლინირებული გზით, ან კიდევ აკეთეთ რაიმე ძველმოდური და კონსერვატული, მაგრამ შეიტანეთ მასში რაიმე სიახლე – ორივე ბიძია კმაყოფილი დაგრჩებათ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია