სატურნი პლუტონის უარყოფითი ასპექტი

0
2775

ეს ავტორიტეტებთან დაპირისპირების ასპექტია.  ძალაუფლების წურვილით ხართ შეპყრობილი. თქვენი ფსიქოლოგიური ტრავმების, მოწყვლადი მხარის აბსოლუტურ შენიღბვას აკეთებთ. ნიღბავთ მოტივებსაც, მალავთ ემოციებს. ბიზნესში სასტიკი და მანიპულატორი იქნებით. სხვების სისუსტეებს ძალიან კარგად გამოიყენებთ წინსვლისთვის. ვინც გადაგეღობებათ, გადაუვლით.

საოცარი თვითდისციპლინა, თვითკონტროლი. ეს ასპექტი მძიმე ტვირთია.  სამეზობლოს ყველა ბავშვს შეუძლია იცელქოს, იზარმაცოს, გაერთოს… და მხოლოდ თქვენ ისჯებით ამის გამო. შეიძლება ბავშვობაში დიდი დანაკარგებიც გქონდათ, მაგალითად მამა ძალიან ადრე დაკარგეთ და ადრე მოგიწიათ პასუხისმგებლობის თავზე აღება (განსაკუთრებით თუ ეს ასპექტი მზესთან არის კავშირში),  შეიძლება მემკვიდრეობით ვერაფერი მიიღოთ და შემდეგ მარტოს, ყველაფრის გარეშე მოგიწიოთ ბრძოლა, თუმცა მხოლოდ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ, სინთეზში უნდა ინახოს ეს ასპექტი რუკაზე.   ფაქტი ერთია- მიზნებით შეპრყობილი ხდებით.

საჭიროა ბალანსის დაცვა. ავტორიტეტის მოპოვებისთვის ყველაფერზე წამსვლელი არ უნდა იყოთ. დაივიწყეთ დევიზი –  ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“. თუკი მოახერხებთ დანაკარგების და ომის, ვინმეს გაწირვის გარეშე დაიმკვიდროთ სახელი, მხოლოდ ამ გზით მოახერხებთ სტაბილურობის და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია