თქვენ წინააღმდეგობებით ხართ სავსე, საკუთარ ოცნებებს სკეპტიკურად უყურებთ. არ გჯერათ რომ სულიერი იდეალების მატერიალურ სამყაროში განხორციელებაა შესაძლებელი. ხან ღრუბლებში გაქვთ თავი, ოცნებობთ და ამ დროს მიწაზე შეიძლება ფეხი ისე წამოიკრათ ცხვირპირი დაიმტვრიოთ, ხან კიდევ სულ მიწას ჩასცქერით ფეხი არ წამოვიკრაო და თქვენს ცხვირს იქეთაც რომ არსებობს სამყარო საერთოდ ვეღარ ამჩნევთ. სულიერება მატერიალისტობაში ხელს გიშლით და პირიქით. აუცილებლად უნდა იპოვოთ მათ შორის საშუალო. ნუ დაკარგავთ რეალობის შეგრძნებას, თუმცა ნურც იდეალებზე იტყვით ხელმოსმით უარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ შინაგანი კონფლიქტებით დაიტანჯებით, რომელიც ცხოვრების რომელიმე სფეროში მატერიალიზდება პრობლემების სახით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია