ჩრდილოეთის კვანძი მეცხრე სახლში

    0
    3171

    დაბადებით ინფორმატორია, რომლის ცნობისმოყვარეობასაც საზღვრები არ აქვს. თუმცა მთელი ეს ინფორმაციული გაცემა-მიღების პროცესი უსისტემოა. ხშირად საუბრისას საერთოდ ცდება საკითხის მთავარ არსს, ხტება ერთი საგნიდან მეორეზე, სვამს უამრავ კითხვას ყველგან და ყველაფერზე. მისი მთავარი დრაივია იყოს საქმის კურსში. ნევროზული ნატურაა, ხშირად უძილობა აწუხებს. უყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება. თუმცა ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილება დაუძლეველი ინსტიქტია.

    მას მოსწონს მოსწავლის როლი და შემეცნების პროცესში თავს კომფორტულად გრძნობს. ის უნდა შეეშვას მხოლოდ პირადი მიზნებისთვის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის გამოყენებას — ინფორმაციის დაგროვების შემდეგ აუცილებელია დაამუშაოს, გააანალიზოს, შეიქმნას აზრი და გადასცეს სხვებს. საკუთარი შეხედულებების ფორმირებისას უმჯობესია ინტუიციას მოუსმინოს და კავშირი დაამყაროს შინაგან ხმასთან. იგი მოწაფის პოზიციიდან მასწავლებლის როლში უნდა გადავიდეს — შეიძლება დანერგოს ახალი მეთოდები, გახდეს განმანათლებელი სხვადასხვა სფეროში, სწორედ ასეთი ცხოვრებისეული მიმართულება ჰპირდება მას წარმატებას.

     

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია